პროექტი „ზამთრის სიმფონია“
სამიზნე
ჯგუფი: III კლასი.

პროექტის
აქტუალობა: ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეები სწავლობენ საგნებზე
დაკვირვებას, მიღებული ცოდნის საკუთარი სიტყვებით გადმოცემას, აწყობენ ნახატების გამოფენას,
უმუშავდებათ კვლევა–ძიების უნარი კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით.
მიზანი: დაკვირვების
საფუძველზე გამოიკვლიონ ზამთრის თვისებები და მისთვის დამახასიათებელი ცვლილებები.
დააკვირდნენ მცენარეებს, ფრინველებს, ცხოველებს და უკვე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე
გააკეთონ დასკვნები. ბუნებაზე დაკვირვების მიზნით კლასი მოაწყობს ექსკურსიას მთაწმინდის
პარკში.

მოსალოდნელი შედეგი: ეს პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში
შემეცნების სხვადასხვა უნარის და მრავალმხრივი ინტელექტის განვითარებას, მარტივი კვლევების
საფუძველზე შეძლებენ დასკვნების გამოტანას (ბუნება, ცხოველები და ფრინველები) და მიღებული
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას (მზრუნველობა ცხოველებსა და ფრინველებზე). მოსწავლეებისათვის ასევე მნიშვნელოვანია, თავიანთი
აზრის თამამად ჩამოყალიბება და მეტყველების კულტურის ამაღლება რომელიც კოგნიტურ განვითარებასთან ერთად ხანგრძლივი პროცესია.
პროექტის ხელმძღვანელი: ( მასწავლებელი) ლია ოდიშელი
ხელმძღვანელის
ელ. ფოსტა: lodisheli27@gmail.com
როექტის
ვებ-ვერდი/ ბლოგი: http://lodisheli27.blogspot.com/