Thursday, December 20, 2012

,,ზამთრის სიმფონია“



პროექტი „ზამთრის სიმფონია“
სამიზნე ჯგუფი:  III კლასი.
საჭირო რესურსი:  დამხმარე ლიტერატურის მოძიება, ბუნების სურათებით გამდიდრებული სახელმძღვანელო, ფოტოები, ნახატი ზამთრის პეიზაჟით, პლასტელინი, გიფრული ტექნოლოგიები.
პროექტის აქტუალობა:  ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეები სწავლობენ საგნებზე დაკვირვებას, მიღებული ცოდნის საკუთარი სიტყვებით გადმოცემას, აწყობენ ნახატების გამოფენას, უმუშავდებათ კვლევა–ძიების უნარი კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით.
მიზანი:  დაკვირვების საფუძველზე გამოიკვლიონ ზამთრის თვისებები და მისთვის დამახასიათებელი ცვლილებები. დააკვირდნენ მცენარეებს, ფრინველებს, ცხოველებს და უკვე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გააკეთონ დასკვნები. ბუნებაზე დაკვირვების მიზნით კლასი მოაწყობს ექსკურსიას მთაწმინდის პარკში.
რა იციან:  მოსწავლეებმა იციან წელიწადის დროები და თვეები, ნაწილობრივ აქვთ გაცნობიერებული წელიწადის დროებისთვის დამახასიათებელი თვისებები, ცნობენ ცხოველებს და ფრინველებს.
მოსალოდნელი შედეგი:   ეს პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში შემეცნების სხვადასხვა უნარის და მრავალმხრივი ინტელექტის განვითარებას, მარტივი კვლევების საფუძველზე შეძლებენ დასკვნების გამოტანას (ბუნება, ცხოველები და ფრინველები) და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას (მზრუნველობა ცხოველებსა და ფრინველებზე).  მოსწავლეებისათვის ასევე მნიშვნელოვანია, თავიანთი აზრის თამამად ჩამოყალიბება და მეტყველების კულტურის ამაღლება რომელიც  კოგნიტურ განვითარებასთან ერთად ხანგრძლივი პროცესია. 
დროის ხანგრძლივობა:   ერთი თვე.
 პროექტის ხელმძღვანელი:  ( მასწავლებელი)   ლია ოდიშელი
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:  lodisheli27@gmail.com
როექტის ვებ-ვერდი/ ბლოგი: http://lodisheli27.blogspot.com/